Tuesday, February 18, 2014

მეცხრე დღის რეფლექსია

         დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ტრენინგის ბოლო დღე. დასრულებული სასწავლო პროექტის გეგმა ავტვირთეთ ბლოგზე და მოვახდინეთ თითოეული პრეზენტაციის განხილვა-გაანალიზება.შევავსეთ შეფასების ფორმები, სადაც ჩავწერეთ გამომსვლელის პროექტის 3 დადებითი ასპექტი და 2 ასპექტი გაუმჯობესებისათვის.
         ზოგადად ძალიან საჭირო, მნიშვნელოვანი და სასწავლო პროცესში გამოსაყენებელი ტრენინგი გავიარეთ, ვისწავლეთ სწორად პროექტის დაგეგვმა, შევქმენით საკუთარი პორტფოლიოები, სადაც ყველა საჭირო დოკუმენტი შევინახეთ, რასაც აქტიურად გამოვიყენებ პროექტის განმავლობაში.
          ძალიან კმაყოფილი ვარ ტრენინგით.უღრმესი მადლობა ჩვენს ტრენერს ქ-ნ ნინო კაჟაშვილს ასეთი დეტალური და ამომწურავი ინფორმაციისთვის.

Saturday, February 15, 2014

მერვე დღის რეფლექსია

          დღეს გავეცანით ფასილიტაციას. Drive-ში შევქმენით ფასილიტაციის რესურსი - კვლევა, ჩვენი პროექტის ფარგლებში. ვისწავლეთ ბლოგზე გაჯეტების დამატება, მათ შორის საათის ჩასმა.
          კიდევ ერთხელ გადავხედეთ ჩვენს პორტფოლიოს და საბოლოო ცვლილებები შევიტანეთ მასში.
            ძალიან მნიშვნელოვანი მოდული იყო, რაც შემდგომი ინოვაციური მუშაობისთვის დამეხმარება.
            უღრმესი მადლობა ნინო კაჟაშვილს ასეთი დეტალური ინფორმაციისთვის.

Tuesday, February 11, 2014

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე ერთობ ნაყოფიერი იყო. 1განვიხილეთ მეექვსე მოდული. 2.გავაზიარეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და დავწერეთ კომენტარები 3.მეორე აქტივობის მიხედვით შევქმენით სასწავლო პროექტის დამხმარე 4.გავიგე როგორ ხდება დიფერენცირება და შევავსე ჩემი პროექტის შესაბამისად 5.განვიხილეთ გარდნერის პრეზენტაცია სწავლის მეთოდებთან დაკავშირებით. 6.ვისწავლეთ ბლოგზე ახალი "ფეიჯების" დამატება ძალიან დიდი მადლობა ნინოს

მეექვსე დღის რეფლექსია

დღეს განვიხილეთ მეხუთე მოდული, კომენტარები გავუკეთეთ სხვების პროექტებს.გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკა. როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი დღე იყო

Tuesday, February 4, 2014

მეხუთე დღის რეფლექსია

დღეს ვისწავლეთ 1.საავტორო უფლებების მითითება
                                  2.youtobe-დან ვიდეოების გადმოწერა
                                  3.შევქმენით მოსწავლეთა სავარაუდო ნამუშევარი (Power Point-ში                                             პრეზენტაციის სახით, სლაიდ-შოუ)

კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით, დიდი მადლობა ნინოს