Monday, February 3, 2014

საპროექტო იდეა

პროექტის იდეაა ქრისტიანულსა და მუსლიმურ სამყაროებს შორის შუა საუკუნეებში მომხდარი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონფლიქტი, რომელიც ჯვაროსანთა ომების სახელითაა ცნობილი. მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ჯვაროსნულ ლაშქრობებზე, გამოკვეთავენ ომების დაწყების მიზეზებს და მიზნებს. ყურადღებას გაამახვილებენ თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოსთვის ამ ლაშქრობებს. შეაფასებენ შედეგებს.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

პროექტი  "ჯვაროსნები და საქართველო".

 ზოგადი შეკითხვა: 1) რა გავლენას ახდენს რელიგია საზოგადოებაზე?

თემატური შეკითხვა: 1) რას ისახავდა მიზნად ჯვაროსნული ლაშქრობები?
                                         2) ჯვაროსნული ლაშქრობები  --  "საღვთო ომი ურწმუნოთა წინააღმდეგ თუ..........?

შინაარსობრივი შეკითხვა: 1)რა იყო ჯვაროსნული ლაშქრობების გამომწვევი მიზეზები?
                                                       2)რამ განაპირობა ჯვაროსნულ ომებში ქრისტიანთა თავდაპირველი წარმატებები?
                                                        3)რომელ ქართველ მეფეს სურდა ჯვაროსნულ ლაშქრობებში მონაწილეობის მიღება?
                                                        4)რამდენი ჯვაროსანი იბრძოდა დიდგორის ომში ქართველთა მხარეს?

Saturday, February 1, 2014

მეოთხე დღის რეფლექსია

           მეოთხე დღე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო. განვიხილეთ II მოდულის აქტივობა 3. შეფასების სხვადასხვა მეთოდი. შევქმენით მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგებული  სტრატეგიების შეფასების ინსტრუმენტები.
მოვამზადეთ პრეზენტაცია ჩემს სასწავლო პროექტზე და ავტვირთეთ ბლოგზე.

            კმაყოფილი ვარ ნასწავლი სიახლეებით.

პროექტის პრეზენტაცია

Tuesday, January 28, 2014

მესამე დღის რეფლექსია

მე დღეს შემოვუერთდი ტრენინგს.როგორც ველოდი ძალიან საინტერესო იყო დღევანდელი მასალა და პრაქტიკულად ნაყოფიერი სამუშაო.
განვიხილეთ მოდული 2. დავადგინეთ ჩვენი სასწავლო პროექტის სტანდარტები და ინდიკატორი. გავეცანით მიმართულების მიმ,ცემ საკვანძო კითხვებს.ვიმუშავეთ პრაქტიკულადაც.
როგორც ყოველთვის ნინო ძალიან დეტალურად და გასაგებად გვიხსნის ყველაფერს და ამისათვის დიდი მადლობა.